Home
Category
TV Live Menu
Loading data...

26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

592182eb61e7c
BM.GE
21.05.17 16:04
823
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ღონისძიებების დასრულებამდე, თავისუფლების მოედანზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, კერძოდ, ალ. პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება და ავტომანქანები თავისუფლების მოედნიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

24 მაისს, 24:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

26 მაისს, 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე - შეიზღუდება.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.