28.Jan.2016 10:17
Business

23 წლის მეწარმე: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შეჩერების გამო, ბანკში 14%-იანი სესხის აღება მომიწია

23 წლის მეწარმე: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შეჩერების გამო, ბანკში 14%-იანი სესხის აღება მომიწია
23 წლის მარიამ კოდუა უკვე წლებია თხილის წარმოებით არის დაკავებული. საოჯახო ბიზნესს ის 16 წლიდან უდგას სათავეში. თხილის რეალიზებას ოჯახი ევროკავშირის ბაზარზე ახდენს, ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კი გერმანია და პოლონეთია. თხილის წარმოების გარდა, მარიამ კოდუას საქმიანობა, თაფლისა და საქონლის საკვების წარმოებაცაა. როგორც მარიამ კოდუა "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, მის სამომავლო გეგმებში არსებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება შედის, თუმცა ამისთვის ახალგაზრდა მეწარმეს ფინანსური სახსრები სჭირდება. მარიამ კოდუა ამბობს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შეჩერების გამო, მას თანხების დამოუკიდებლად მოძიება და კომერციულ ბანკში 14%-იანი სესხის აღება მოუწია.
 
"ევროკავშირის ბაზრის დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია. საკმაოდ რთულია გლეხებს აუხსნა როგორ დააკმაყოფილონ ის ხარისხი, რასაც ევროკავშირი ითხოვს. ქართულ თაფლსაც დიდი პერსპექტივა აქვს და ევროკავშირშიც კარგი ნიშის დაკმაყოფილება შეგვიძლია.
 
რაც შეეხება საქონლის საკვებს, ამ კუთხით მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რადგან ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს. პროდუქციის რეალიზებას სამეგრელოში ვახდენთ, თუმცა სამომავლოდ მის გურიაში გატანასაც ვგეგმავ. მსურს არსებული წარმოებები ხარისხობრივად გავაუმჯობესო, მაგრამ ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ძალიან ვწუხვართ, რომ სახელმწიფომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი შეაჩერა, რადგან ამ კუთხით შესაძლებელი იყო ფინანსების მოძიება“, - აცხადებს მარიამ კოდუა.



11.Dec.2018 19:46
77

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
37

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
37

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
59

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
84

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
58

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More