Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2018 წლიდან, საქართველო "გაზპრომ-ექსპორტთან" ფულად ანაზღაურებაზე გადადის

5875fdc6783cd
დავით ჯალაღონია
11.01.17 13:40
973
საქართველო "გაზპრომ ექსპორტთან", ახალი პირობებით 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსთვის რუსული მხარის პირობები მისაღები აღმოჩნდა.

მინისტრის ინფორმაციით, ხელშეკრულება 2 წლიანი იქნება და მიმდინარე წელს რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებივი გაზის ტრანზიტის საფასურად ჩვენი ქვეყანა კვლავ ანაზღაურებას ნატურით მიიღებს, რაც გატარაებული ტრანზიტის მოცულობის 10%-ს შეადგენს, 2018 წლიდან კი ფულად ანაზრაურებას.

„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური პირობებით გავაფორმეთ ხელშეკრულება. მინდა განვმარტო რომ, ამ ახალი პიობების მიხედვით რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება არ იზრდება, რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, ეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი იქნება ევროპის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ჩვენ შეგვეძლება დამატებითი მოცულობების შეძენაც , რაც 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარს შეადგენს“, - განმარტა კალაძემ. რაც შეეხება უშუალოდ ტრანზიტის საფასურს, როგორც მინისტრი აღნიშნავს ეს დაახლოებით ტოლფასია იმისა რასაც ბუნებრივი აირის სახით საქართველო აქამდე იღებდა, თუმცა ფასი არ დაუკონკრეტებია.