Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2017 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები

5870d71a1d0af
BM.GE
07.01.17 16:02
1051
2016 წელი ავიაციის ისტორიაში ყველაზე მშვიდობიან და უსაფრთხო წლად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური ავიაკატასტროფა დაფიქსირდა, რაოდენობრივად 2016 წელს ნაკლები ავიაშემთხვევები მოხდა, ვიდრე გასულ წლებში.

ამის პარალალურად ვეგვერდმა AirlineRatings.com 2017 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ოცეული გამოაქვეყნა.

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად ავსტრალიური Qantas დასახელდა. ოცეულში მოხვდნენ სხვა ავსტრიალიური ავიაკომპანიებიც. უსაფრთხო ავიაკომპანიებს შორის დასახელდა Lufthansa და British Airways-ც.

უსაფრთხო ავიაკომპანიებს შორის არიან: Air New Zealand, Alaska Airlines, All Nippon Airways, Cathay Pacific Airways, Delta Air Lines, Etihad Airways, EVA Air, Finnair, Hawaiian Airlines, Japan Airlines, KLM, Scandinavian Airline System, Singapore Airlines, Swiss, United Airlines, Virgin Atlantic and Virgin Australia.