Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2017 წლის I კვარტალში თბილისის ბიუჯეტში "სითი პარკის" ჯარიმებიდან შესული თანხა გაიზარდა

5909e79ea5aae
დავით ჯალაღონია
03.05.17 18:18
1144
2017 წლის I კვარტალში თბილისის ბიუჯეტში "სითი პარკის" ჯარიმებიდან შესული თანხა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.
როგორც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის 3 თვის შესრულების ანგარიშში წერია, აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტში 2 მილიონ 231,8 ათასი ლარი შევიდა, 2016 წლის I კვარტალში კი - 1 მილიონ 835,5 ათასი ლარი.

საერთო ჯამში, თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით - 111%-ით შესრულდა, გადასახდელების კი 89%-ით.

რაც შეეხება პრიორიტეტული სფეროების კუთხით ბიუჯეტის შესრულებას, ამ მხრივ გეგმასთან ყველაზე ახლოს თანხები თბილისის მერიამ შემდეგ მიმართულებებზე დახარჯა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენაზე - 98%, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე - 97%, სოციალურ დაცვაზე ასევე 97%, ჯანმრთელობის დაცვაზე 77%, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე კი - 74%.

შედარებით დაბალია ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები შემდეგი კუთხით: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობაზე გათვალისწინებული თანხის 58% დაიხარჯა, გამწვანების ღონისძიებებზე - 55%, ქალაქის განვითარების ხელშეწყობაზე - 49%, განათლების სისტემის რეფორმირებასა და განვითარებაზე 42%, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე 24%, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე კი მხოლოდ 1%, ანუ 2 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და 30 ათასი ლარი დაიხარჯა.