Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2016 წელს კატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა

56ebab516cf3b
BM.GE
18.03.16 11:15
2324
2016 წელს საქართველოდან კატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.
 
"ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგსა და ცხოველთა ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კეთილსაიმედოობას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას", - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მეცხოველეობის საექსპორტო პოტენციალის წახალისებისთვის ვეტერინარულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაციები სხვადასხვა დაავადებაზე; მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო აცრები. დღეისათვის ვაქცინირებულია მილიონამდე წვრილფეხა ცხოველი. დაავადების პრევენციისთვის დამატებით შემოტანილია 700 ათასი ცალი მაღალი ხარისხის ვაქცინა", - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.