Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2015 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41% ენერგეტიკაში განხორციელდა

56efb3636dd53
ელენე გოგბერაშვილი
21.03.16 12:35
1067
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 2015 წელს 365.8 მილიონი დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 87.3 მილიონი დოლარი ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო 278.5 მილიონი დოლარი უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა შეადგინა.
 
2014 წელთან შედარებით, 2015 წელს აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 297 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ადილობრივი წარმოშობის ინვესტიციების მოცულობა შემცირდა და 2014 წელთან შედარებით 2015 წელს 7 მილიონი დოლარი შეადგინა.

2015 წელს ეკონომიკურ სექტორებში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 41% ენერგეტიკაზე მოდის. ინვესტიციების 33% განხორციელდა ტურიზმის სექტორში, 23% - მშენებლობაში, სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მხოლოდ 1% განხორციელდა, ასევე 1% - მრეწველობაში და 1% - სხვა სექტორებში. რაც შეეხება კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორულ განაწილებას, აღნიშნული თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი უცხოური საინვესტიციო ნაკადები მოდის ენერგეტიკაზე (53%) ტურიზმსა (39%) და მშენებლობაზე (7%).

2015 წლის მონაცემებით რეგიონში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიციები მოდის ნორვეგია/ინდოეთსა (39%) და თურქეთზე (39%). ხოლო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის გათვალისწინებით ლიდერობს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი (56%), შუახევის მუნიციპალიტეტი (15%) და ხულოს მუნიციპალიტეტი (15%).