Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

18 წლის ქიმიკოსი ქუთაისიდან, რომელიც სემინარებს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს უტარებს

56d721b3a3ebb
BM.GE
02.03.16 22:05
1767
ანრი ყუფარაძე ჯერ 18 წლისაა, თუმცა ის უკვე მესამე წელია აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორებს სემინარებს უტარებს. ახალგაზრდა ქიმიკოსის ცხოვრება მისი თანატოლებისგან მკვეთრად განსხვავდება, - სკოლის ნაცვლად ანრი დროს ლაბორატორიაში ატარებს, სადაც ამ ეტაპზე თამბაქოს ქიმიურ ანალიზზე მუშაობს. მისი რეზუმე დღეს არაერთ სამეცნიერო სტატიას, ჯილდოსა და სერთიფიკატს აერთიანებს, თუმცა უფრო შთამბეჭდავი სამომავლო გეგმებია.
 
როგორც ანრი ყუფარაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ბავშვობის ასაკიდანვე ასტროფიზიკით დაინტერესდა, დროთა განმავლობაში კი მისი ინტერესის სფეროდ ბიოქიმია ჩამოყალიბდა.

"თავიდან გამიჩნდა იმის ინტერესი, თუ როგორ იყო სამყარო შექმნილი, როგორ შეიძლებოდა ერთ ადგილზე ვყოფილიყავი და ორი სხვადასხვა ციური სხეულის, - მზისა და მთვარის მონაცვლეობა მენახა. მახსოვს წიგნები და სტატიები, რომელიც ჩემთვის მოქონდათ. 8 წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ პირველად წამიყვანა უნივერსიტეტში, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. მისი ლექციის მოსმენის შემდეგ მეც ბებიას სტუდენტი გავხდი", - ამბობს ანრი ყუფარაძე.

პირველ სირთულედ ანრი იმ პერიოდს ასახელებს, როდესაც უნივერსიტეტში სემინარების ჩატარება დაიწყო. როგორც თავად ამბობს, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გარდა, სადემონსტრაციო ლექციებს სხვადასხვა სკოლებშიც ატარებს, რისი მიზანით ერთია, - პოპულარიზაცია გაუწიოს საბუნებისმეტყველო საგნებს.

"სემინარების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და სადემონსტრაციო საღამოების ჩატარება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე 2013 წელს დავიწყე, როდესაც შევქმენი ახალგაზრდა ქიმიკოსთა კლუბი. თუმცა თავიდან ეს ყველაფერი ძალიან მიჭირდა ვინაიდან ვერც სტუდენტებმა და სამწუხაროდ ვერც პროფესორ-მასწავლებლებმა ვერ მიმიღეს. ჩემი აზრით, პრობლემა ის იყო რომ მე იქ ყველაზე და ყველაფერზე პატარა ვიყავი, თანაც ამბიციური. თუმცა 1 წლის შემდეგ როდესაც კარგად გავიცანით ერთმანეთი ყველაფერი მოწესრიგდა".

სამომავლოდ ანრი ყუფარაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მონიტორინგისა და პოპულარიზაციის ასოციაციის გახსნას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, დღეს საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია საჭიროებას წარმოადგენს, თუმცა ტექნოლგიებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების არარსებობის გამო, საქართველო სხვა ქვეყნებს კონკურენციას ჯერ-ჯერობით ვერ გაუწევს.

"სწავლის გაგრძელებს სან-დიეგოს უნივერსიტეტში ვაპირებ, რადგან, 2015წ. მივიღე სერთიფიკატი მოსწავლეთა მე-2 რესპუბლიკურ კონფერენციაში "ქიმია ხვალ-2015". STEM დარგებში სასწავლებლად 25%-ანი დაფინანსებაც მომცეს".

ჩემი სამუშაო დღე ყოველთვის დიფერენცირებულია წინა დღისაგან. უმტესად მიწევს 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი თუმცა ყოფილა მომენტები როდესაც სამი დღის განმავლობაში ლაბორატორიიდან არც კი გამოვსულვარ".