Home
Category
TV Live Menu
Loading data...

18 წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთს რეიტინგი შეუმცირეს

59c50efbee0b5
BM.GE
22.09.17 17:23
1061
S&P-მ ჩინეთის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა და აღნიშნულის მიზეზად ჩინეთის ვალის მოცულობა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება დაასახელა.

Standard & Poor's-ის რეიტინგის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი სტაბილური პროგნოზით "AA-" -დან "A +" -მდე, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი "A-1 +" -დან "A-1" -მდე შემცირდა.

’’სტაბილური პროგნოზი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს 3-4 წელიწადში ჩინეთის მდგრად ეკონომიკურ განვითარებს ველოდებით. მშპ-ს რეალური ზრდა კი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 4%-ზე მაღლა დარჩება, სახელმწიფო ინვესტიციების კლების ფონზეც კი“- აღნიშნულია საკრედიტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Bloomberg-ი ხაზს უსვამს, რომ სარეიტინგო სააგენტომ S&P ჩინეთის რეიტინგი 1999 წლიდან პირველად შეამცირა.