საქართველოში აპრილში ვიზიტორების რაოდენობა 17,2%-ით გაიზარდა და 462 480 ვიზიტი შეადგინა. აქედან ტურისტების რაოდენობამ - 171 235 ვიზიტი შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 37%-ია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტრანზიტი 107 500 ვიზიტით განისაზღვრა, რაც საერთო რაოდენობის 23,3%-ია, მატებამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13,5% შეადგინა.
სხვა ტიპის ვიზიტებმა 183 745 შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 39,7%-ია, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,8%-ია.
რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 596 916 ვიზიტი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია, ლატვია და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 25% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%) და უზბეკეთი (64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსია (36%) და მოლდოვა (36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.
რაც შეეხება ტოპ 10 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება, პირველ ადილზე კვლავ თურქეთი აზერბაიჯანი და სომხეთია:
თურქეთი - 115887 ვიზიტი
აზერბაიჯანი - 105695 ვიზიტი
სომხეთი - 105667 ვიზიტი
რუსეთი - 74187 ვიზიტი
უკრაინა - 11699 ვიზიტი
ისრაელი - 6561 ვიზიტი
ირანი - 3626 ვიზიტი
პოლონეთი - 3305 ვიზიტი
ყაზახეთი - 2472 ვიზიტი
გერმანია - 2347ვიზიტი
რაც შეეხება ტოპ 10 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება, პირველ ადილზე კვლავ თურქეთი აზერბაიჯანი და სომხეთია:
თურქეთი - 115887 ვიზიტი
აზერბაიჯანი - 105695 ვიზიტი
სომხეთი - 105667 ვიზიტი
რუსეთი - 74187 ვიზიტი
უკრაინა - 11699 ვიზიტი
ისრაელი - 6561 ვიზიტი
ირანი - 3626 ვიზიტი
პოლონეთი - 3305 ვიზიტი
ყაზახეთი - 2472 ვიზიტი
გერმანია - 2347ვიზიტი