Home
Category
TV Live Menu
Loading data...

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

56b88fa56eee3
BM.GE
08.02.16 16:52
2545
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის, ქართული ღვინის იმპორტიორი ტოპ ათი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  ქვეყანა  -  ბოთლი (0,75ლ)

 რუსეთი - 18,308,177 

 ყაზახეთი - 5,195,949

 უკრაინა - 3,412,453

 ჩინეთი - 2,672,154

 პოლონეთი - 1,600,302

 ლატვია - 1,059,498

 ბელარუსი - 900,346

 ლიტვა - 658,666

 ესტონეთი -  506,124

 გერმანია - 276,862

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი თვის მონაცემებს, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.