Home
Category
TV Live Menu
Loading data...

10 ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც წელს ყველაზე მეტად შემცირდება

56949df24bb7c
BM.GE
12.01.16 10:30
1300
Bloomberg-მა ის 10 ქვეყანა დაასახელა, რომელთა ეკონომიკაც წელს ყველაზე მეტად შემცირდება. გავლენიანი სააგენტოს Top-10-ის ლიდერია ვენესუელა, რომლის ეკონომიკაც 2016 წელს, სააგენტოს პროგნოზით, 3,3%-ით შემცირდება. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც მშპ-ს 2,5%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, მესამეზე - 1,8%-იანი ვარდნით საბერძნეთია. რეიტინგში მეოთხეა რუსეთი, სადაც Bloomberg-ის შეფასებით, ეკონომიკის ვარდნა 0,5% იქნება. ხუთეულს ასრულებს ეკვადორი, ასევე 0,5%-იანი ვარდნით. მშპ-ს ნულოვანი ან ძალიან დაბალი ზრდის პროგნოზებია არგენტინაში - 0%, იაპონიაში - 1%, ფინეთი - 1%, ხორვატიაში - 1% და შვეიცარიაში - 1,2%.