Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

10 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

56e12035320c0
BM.GE
10.03.16 11:18
1806
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1351 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
 
საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2487 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ტოპ 10 კომპანიას საქართველოში ინვესტიციების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანია კვლავ BP-ია.

1. ბი-ფი ჯგუფი
2. სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
3. სს ბიჯეო ჯგუფი
4. შპს CBD Development
5. აიდიეს ბორჯომი შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
6. შპს აჭარისწყალი ჯორჯია
7. შპს ტავ ურბან საქართველო
8. სს ნენსკრა ჰიდრო
9. შპს რუსთავის აზოტი
10. შპს ბათუმი თაუერი