Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1 და 2 მაისს მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ

5721e45be2d9b
BM.GE
28.04.16 14:21
1150
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1 და 2 მაისს, 8:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
 
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩა 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.