Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართული ჯავშანჟილეტებით მომარაგდება

56ec25247d0ad
BM.GE
18.03.16 19:54
1353
საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართული ჟავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მომარაგდება. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მორიგი ქართული ბატალიონი ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის სისტემებით აღჭურვილი გაემგზავრება.
 
"დელტას" ინფორმაციით,  საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. ასევე როგორც "დელტაში" განმარტავენ, ქართული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება და გარდა შიდა მოხმარებისა, გათვლილია საზღვარგარეთ ექსპორტზე გასატანადაც.