Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივრების რაოდენობა გაორმაგდა

593009999c835
ელენე გოგბერაშვილი
01.06.17 16:32
1243
2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში ბიზნესმა 1573 საჩივარი წარადგინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მონაცემები 55%-ით აღემატება 2015 წელს წარდგენილი საჩივრების რაოდენობას.

2011 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხივის საბჭოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა. 2011-2016 წლებში ჯამში 3683 საჩივარი შევიდა. საბჭომ საჩივრებიდან 18% ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გასულ წელს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი 1573 საჩივრის მოთხოვნიდან შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ქმედების გაუქმების მოთხოვნა ჭარბობს. ასეთი მოთხოვნით დავების საბჭოში 1324 საჩივარი შევიდა, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შეუსაბამო ჩანაწრის გაუქმების მოთხოვნით ბიზნესმა ამ პერიოდში 249 საჩივარი მოამზადა.