Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიხედვით დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება"

592c326e4785f
BM.GE
29.05.17 18:37
960
დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოს” იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიხედვით დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება, - ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.

ამასთან, ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:

- "საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;

- დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

- ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომლის მიღების შემთხვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, აიწევს 1250-დან 1500 ლარამდე;

- დევნილის სტატუსი პროაქტიულად მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლობებს.
2 კვირის წინ ეს ინიციატივები ჯანდაცვისა და საფინანსო კომიტეტებმა დაიწუნეს", - წერს ჭიაბერაშვილი.