30.Nov.2015 14:36
Financial Sector

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა

 ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა
ოქტომბერში, ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 393.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 33.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
 
ეროვნული ბანკის ოქტომრის თვის მიმოხილვის მიხვედით, 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 12.5.მლნ ლარით შემცირდა და 15.35 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 33.7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიხედვით, საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო. თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტით სესხების კლება დაფიქსირდა. ოქტომბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 68.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 45.8 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 12.4 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და 5.48 მლრდ ლარს გაუტოლდა. კლების დიდი წილი გრძელვადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 3.9 მლნ აშშ დოლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების მოკლევადიანი დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული.



16.Feb.2019 01:07
100

TBC Bank Filed a Lawsuit against National Bank of Georgia

More
16.Feb.2019 00:53
77

IMF on TBC Bank Case: We Consider that NBG is Doing its Job

More
14.Feb.2019 20:20
126

NBG demands Mamuka Khazaradze to leave TBC Board

More
14.Feb.2019 00:04
90

Bakhtadze - excessive indebtedness was the problem for economy

More
08.Feb.2019 23:29
120

Georgian Banks ranked by 2018 earnings

More
05.Feb.2019 11:08
100

Global Markets Review

More