Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე მომავალ კვირას ხანდოს მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს

591eaa00db05a
დავით ჯალაღონია
19.05.17 13:10
723
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მომავალ კვირას ხანდოს მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. როგორც „საქმის კურსს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა სულხან ზუმბურიძემ განუცხადა, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება კალაძესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზე მოხდა.

მისი ინფორმაციით, კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას ქსანი-სტეფანწმინის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან დაკავშირებით, სპეციალისტებთან ერთად მიაწვდის ინფორმაციას.

„მოსახლეობას მინისტრი დაპირდა, რომ შემდეგ კვირას ავა და მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერებს ადგილზე იმ ტერიტორიას, სადაც ხაზი იქნება გატარებული“, - განაცხადა ზუმბურიძემ.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრას, როგორც ზუმბურიძე განმარტავს, ადგილობრივებმა პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„მოსახლეობას დავპირდით, რომ ყველა ანძა იქნება უსაფრთხოდ განლაგებული. აშენდება დამცავი ჯებირები, ისე რომ მოსახლეობისთვის მისი ექსპლოატაცია უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა მან.