Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Forbes ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების სიას აქვეყნებს

58fcca1b10995
BM.GE
23.04.17 19:34
892
გავლენიანმა ჟურნალმა Forbes ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების სია გამოაქვეყნა. Forbes-ის ვერსიით ლეონიდ მიხელსონი Novatek-ის თანამფლობელი ზედიზედ მეორე წელია აღნიშნული რეიტინგის სათავეშია. გამოცემამ რუსი ბიზნესმენის ქონება 18.4 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა, რაც გასულ წელთან შედარებით 4 მილიარდი დოლარით მეტია. "სევერსტალის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსეი მორდაშოვს სიის მეორე პოზიცია უჭირავს, ხოლო ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის (НЛМК) მფლობელი ვლადიმერ ლისინი რეიტინგის მესამე ადგილზეა.

ამასთან, 103-ე ადგილზე ეროვნებით ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილია, რომელიც 2017 წლის მონაცემებით 950 მილიონ დოლარს ფლობს. ის რუსული სოციალური ქსელის - ВКонтакте - დამფუძნებელია. ბიზნესმენმა 2013 წელს სოციალური ქსელის 40% 700 მილიონ დოლარად United Capital Partners-ს მიყიდა. 950 მილიონი დოლარის ქონებით მირილაშვილი გასულ წელს რეიტინგში 85-ე ადგილს იკავებდა, 2015 წელს კი 96-ეს.

რაც შეეხება მეორე ქართველს, რეიტინგში 120-ე ადგილზეა დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოშიც ფლობს ბიზნესს. ის 900 მილიონი დოლარის მფლობელია. იაკობაშვილი 51%-ს ფლობს Petrocas Energy Group -ში, რომელიც 200-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს მოიცავს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ამასთან, ნავთობტერმინალს ფოთში.