Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით კირვალიძე: "თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრიანებას არ ვაპირებ

56683a5c91464
თელარა გელანტია
09.12.15 18:15
1251
"თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრიანებას არ ვაპირებ", - ასე უპასუხა ყოფილმა მინისტრმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვას, რომელიც პოლიტიკურ პარტიაში მის შესაძლო გაერთიანებას შეეხებოდა.

"არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებს არ ვაპირებ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ კუთხით ყველასთან ვითანამშრომლებ, როგორც ექსპერტი“, - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს" კირვალიძემ. დავით კირვალიძე ამერიკული კომპანია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. ცნობისთვის, დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლია ალასანიამ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კირვალიძე მისი მეგობარია და პარტია მასთან თანამშრომლობას აუცილებლად გააგრძელებს.