Home
Category
TV Live Menu
Loading data...

APM Terminals: ფოთის პორტს ბევრად მეტი ტვირთების მიღება შეუძლია, ვიდრე დღეს ხდება

591aa113a36e9
ნინო კვინტრაძე
16.05.17 10:48
1258
"ჩვენ ბევრად მეტი ტვირთის მიღება შეგვიძლია, ვიდრე დღეს ხდება", - განაცხადა "საქმის კურსთან" საუბრისას ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა. მისი თქმით, მსგავსი სიტუაციაა რეგიონის სხვა პორტებშიც.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს ეკონომიკურ განვითრებას და ამის მიხედვით ვავითარებთ ახალ შესაძლებლობას საქართველოში, ჩვენ დამოკიდებულები ვართ ნავთობის ფასების სტაბილიზაციაზე, ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის ეკონომიკურ ზრდასაც ვაკვირდებით. იხსნება ახალი შესაძებლობები და საჭიროა მეტად განვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.

საქართველოს თუ სურს, რომ იყოს ტრანზიტული ქვეყანა, უნდა ახსოვდეს, რომ ის სხვა ქვეყნებს უწევს კონკურენციას.

სატრანსპორტო ბიზნესი გლობალური ბიზნესია. ვიწრო ხედვა ფოთის პორტის მიმართ ყველა მხარეს დააზარალებს. კასპიის ზღვის მიღმა საკმაოდ დიდი რესურსია. თქვენ უნდა იყოთ ეფექტურები ყველა ოპერაციებში და გქონდეთ კონკურენტუნარიანი ფასები. ბევრი დრო დასჭირდება იმას რომ ყველა იურიდიქციამ შეთანხმებულად იმუშაოს“, - განაცხადა პორტის გენერალურმა დირექტორმა.