Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს

5a8fd666cead9
მაია ბიწაძე
23.02.18 12:52
786
ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ბრიტანულ კომპანია BuroHappold Engineering-ს, შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. აღნიშნული კომპანია “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციას“ შეიმუშავებს. დოკუმენტი ექვს თვეში იქნება მზად.

"დღეს დავიწყეთ მუშაობა, ანაკლიის დაგეგმარებითი კონფეციის შემუშავებაზე, რომელსაც, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering განახორციელებს, ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ახალი ქალაქების მშენებლობის კუთხით, მათი მეთოდოლოგია ეფუძნება იმ კონცეფციას, რასაც ჩვენ ვიაზრებდით, რომელიც უნდა იყოს მწვანე და სმარტ პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქი. მათ ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული მთელს მსოფლიოში, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში და შუა აღმოსავლეთში.

ისინი განახორციელებენ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას და შეიმუშავებენ ურბანული განვითარების კონცეფციას, თუ როგორ უნდა იყოს ტერიტორიები გადანაწილებული ანაკლიაში. ეს იქნება პირველ რიგში კონცეფცია და შემდეგ უკვე გენერალური გეგმის შემუშავებაზეც გადავალთ. პირველი დოკუმენტი ექვს თვეში დაიდება, თუმცა გვექნება შუალედური სამუშაო ვერსიები და უკვე მესამე თვიდან ჩვენ დავიწყებთ არაერთ შეხვედრას და ამ კონცეფციის გააზრებას „ - განაცხადა ,,ანაკლია სითის“ ხელმძღვანელმა ქეთი ბოჭორიშვილმა.