Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2017 წლის I კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლებმა $435 მილიონი შეადგინა

591005a4bf2c1
თელარა გელანტია
08.05.17 10:10
1393
2017 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და $435 მლნ შეადგინა.

ამის შესახებ 2017 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უშუალოდ მარტში ტურიზმიდან შემოსავლები 28%-ით იყო გაზრდილი და 180 მლნ. აშშ დოლარს (39 მლნ. აშშ დოლარით მეტი) შეადგენდა.

ცნობისთვის: 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს 1 266 125 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 11.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.